"სისხლს დავლევ თქვენსას, ბო*ებო, თქვე ქათმებო" | ხმაური და დაკავებები ქობულეთში, სადაც მოქალაქეები "ალტ-ინფოს"ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება ქობულეთში. ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები ძალადობრივი, პრორუსული ორგანიზაცია "ალტ-ინფოს" ოფისის გახსნას აპროტესტებენ. ისინი ქალაქის ცენტრალური გამზირიდან "ალტ-ინფოს" ოფისამდე მსვლელობას მართავდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებს თავს რამდენიმე პირი დაესხა, რომლებიც, სავარაუდოდ, კონსერვატიული პარტიის წევრები არიან. 

"სისხლს დავლევ თქვენსას, ბო*ებო, თქვე ქათმებო" - ასე მიმართა "ალტ-ინფოს" ოფისში მყოფმა პირმა აქციის მონაწილეებს. 

დემონსტრანტთა ნაწილი კი ამბობს, რომ პუტინის ორგანიზაციის ადგილი საქართველოში არ არის და ამბობენ, რომ მათ მუშაობის შესაძლებლობას არ მისცემენ.

"გვერდიდან მოგვეპარნენ, მივიდნენ აქციის ორგანიზატორთან, იძალადეს მასზე ფიზიკურად. პოლიციამ ზოგიერთი მათგანი დააკავა და ზოგიერთი ჩუმად განარიდა სიტუაციას, დაკავებულებს შორის არის აქციის ორგანიზატორის ძმა, თუმცა არ ვიცით, რატომ დააკავეს," - ამბობს აქციის მონაწილე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი