დავით რატიანი და გია ბერიაშვილი - გმირების უკანასკნელი გზა სამშობლომდე

გამოქვეყნდა:

გმირული პატივით ქართველ მებრძოლებს თბილისის აეროპორტში დახვდნენ. ათასობით ადამიანი საქართველოსა და უკრაინის დროშებით მივიდნენ და გმირების წინაშე მუხლი მოიდრიკეს.  დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის ცხედრებს ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ.  უკრაინაში გარდაცვლილი სამხედროებისთვის საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნიც შეასრულეს.

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი უკრაინის ომში სხვა ქართველ მებრძოლებთან ერთად იბრძოდნენ.

ქართველი გმირების ოჯახებს სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტმა აეროპორტში უთხრა. ხელისუფლებიდან სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი იყო ვინც ადგილზე. სად იყვნენ ოცნების ლიდერები? სალომე ზურაბიშვილმა საუბარი არ ისურვა.

თბილისის აეროპორტში ოპოზიციის ლიდერებიც შეიკრიბნენ. ქართველი გმირების ღირსეული დაფასებისთვის ხელისუფლებას მოუწოდებენ რომ დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს ეროვნული გმირის წოდება გადაეცეთ. 

ქართველ გმირებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ, ხვალ სამოქალაქო პანაშვიდისთვის ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ, მანამდე კი დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს ოჯახის წევრების და ახლობლები გამოემშვიდობებიან. 

უკრაინაში პუტინის სისასტიკეს 3 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა, სად დაკრძალავენ ქართველ გმირებს დავით რატიანსა და გია ბერიაშვილის ჯერ ცნობილი არ არის. ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ გადაწყვიტა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიუჩენენ თუ არა სამარადისო განსასვენებელს. 

ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მისი ცხედრის გამოყვანას ქართველმა თანამებრძოლებმა მარიუპოლიდან საომარი მოქმედებების გამო, ჯერჯერობით ვერ შეძლეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი