უკრაინაში გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლებს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ მებრძოლებს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს, ქალაქ ირპენთან დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ, რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ.

მათი ცხედრები სამშობლოში 24 მარტს გამთენიისას ჩამოასვენეს. გმირებს აეროპორტში მოქალაქეები საქართველოსა და უკრაინის დროშებით, მუხლმოდრეკილები დახვდნენ.

დავით რატიანი ქაშვეთის ტაძარშია დასვენებული, გია ბერიაშვილი კი თემქის სასაფლაოზე მდებარე ტაძარში. ორივე მათგანს სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალავენ, რადგან ოჯახებმა ვერ მიიღეს პასუხი თავდაცვის სამინისტროდან, გამოინახებოდა თუ არა ადგილი გია ბერიაშვილისა და დავით რატიანისთვის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება, რომელიც მარიუპოლში თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი