მოგვეცით მუშაობის უფლება - ამ მოთხოვნით ფოტო და ვიდეო ოპერატორებმა და მუსიკოსებმა ქუთაისში აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები რეგულაციების გადახედვას და შეზღუდვების ნაწილის გაუქმებას ითხოვენ. მათი თქმით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე დაკარგეს შემოსავალი, ტექნიკა განვადებით აქვთ შეძენილი, მუშაობის უფლებას კი არ აძლევენ. აქციის მონწილეები ამბობენ, რომ თვითდასაქმებულებმა კომპენსაციაც ვერ მიიღეს.
"სამი თვე კარანტინში ვიყავით და ჩვენ ახლაც კარანტინში ვართ. არ გვაძლევენ მუშაობის უფლებას, ტექნიკა განვადებით გვაქვს და ვერ ვიხდით. შემოსავალი დავკარგეთ, კომპენსაციაც ვერ მივიღეთ. მოვითხოვთ, მოიხსნას შეზღუდვა და მოგვეცეს უფლება, ვიმუშაოთ"-განაცხადა გაგა მინდელმა.