"მოგვაქციეთ ყურადღება", "მე ვარ თვითდასაქმებული" "ქორწილი მხოლოდ ნათესავების თავშეყრა არ არის", - ამ ტრანსფარანტებით, ბათუმში, ფოტოგრაფებმა, ივენთმენეჯერებმა და ოპერატორებმა აქცია გამართეს. ერას მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა განმარტეს, რომ პანდემიის პირობებში პრაქტიკულად უმუშევრად დარჩნენ, რადგან ისინი საღამოების, ქორწილებისა და სხვადასხხვა ღონისძიების ორგანიზებით არიან დაკავებული.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აჭარაში ამ საქმიანობას 6-7 ათას ადამიანამდე ეწეოდა. ისინი ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვენ, როდის და რა ფორმით იქნება ნებადართული შედარებით ხალხმრავალი საღამოები.
ავტორი: თეა ვაშალომიძე