"პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვაა გზას რომ კეტავენ? ეს გადაიზარდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში" | შსს-ს წარმომადგენელი დაკავებებზე

გამოქვეყნდა:

საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე 
დააკავეს. ცნობილი ხდება, რომ ლაგუნა ვერეს მიმდებარედ დაახლოებით 7 ადამიანია დაკავებული. ისინი პოლიციამ გზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა, რათა, მათი თქმით, მოძრაობა აღედგინათ. 

პოლიციელის განმარტებით, აქციის მონაწილეები კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო დააკავეს.

"მშვიდობიანი გამოხატვაა გზას რომ კეტავენ და პარალიზებას ახდენენ ქალაქის?! არ არის ეს ფორმა, ეს გადაიზარდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, კონკრეტულად გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი",- ამბობს შსს-ს თანამშრომელი. 

ცნობისთვის, "მთავარ არხის" ვებგვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულთა რაოდენობას აზუსტებენ. 

ავტორი: ნინო გიგაური

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი