"გთხოვ, მასუნთქე" - ქუთაისის მერიასთან აბიტურიენტები მდუმარე აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

"გთხოვ, მასუნთქე" - ამ სლოგანით აბიტურიენტები ქუთაისის მერიასთან მდუმარე აქციას მართავენ.

ახალგაზრდები განათლების სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მათ როგორც რეგისტრაციის დროს, ისე გამოცდების მიმდინარეობისას, პირბადე უნდა ეკეთოთ. მათი განმარტებით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის სერიოზული დაბრკოლებაა.

2020 წლის გამოცდებზე საგამოცდო ოთახს კონდიციონერით სესიის დაწყებამდე გააგრილებენ, ხოლო გამოცდის პერიოდში კონდიციონერი გამორთული იქნება.

შეგახსენებთ, რომ პანდემიიდან გამომდინარე, წელს აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა განსხვავებულად მოუწევთ. მთავარ რეკომენდაციად რჩება გამოცდაზე პირბადით მისვლა და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ასევე მომავალი სტუდენტები პირველ ეტაპზე თერმოსკრინინგს გაივლიან. COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, სარეზერვო ოთახში შეიყვანენ, სადაც ისინი ტესტირებას განცალკევებულად გაივლიან. ასეთი შემთხვევის დროს შესაძლებელია, რომელიმე აბიტურიენტი გამოცდებიდანაც მოიხსნას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი