პრორუსული ძალები ბოლო კვირებია საქართველოში განსაკუთრებულად გააქტიურდნენ და ცდილობენ ისეთი რეალობა დახატონ, თითქოს საზოგადოება პირიქით, რუსეთის შეჭრას ამართლებს და თითქოს უკრაინას აკრიტიკებს.
პრორუსული განწყობები და განცხადებები პერიოდულად სახელისუფლებო წრეებიდანაც გამოსჭვივის და ამას, "ქართული ოცნების" ეს წარმომადგენლებიც საზოგადოების დაკვეთად ასაღებენ. მაგრამ, ასეა კი ეს? - გადავწყვიტეთ, ყველა დიდ ქალაქში ჩავსულიყავით და ხალხის აზრი პირადად მოგვესმინა.