გისურვებთ, თქვენი შვილების თვალებში ხედავთ იმ უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც ნანგრევებიდან ამოჰყავთ - პანინი პუტინის მხარდამჭერ მსახიობებს

გამოქვეყნდა:

გისურვებთ, თქვენთან ყოველ ღამე მოდიოდნენ მკვდარი ადამიანები დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ხერსონიდან ზაპოროჟიედან და გეუბნებოდნენ მხოლოდ ერთ სიტყვას: რისთვის?​ გისურვებთ, რომ თქვენი შვილების თვალებში ხედავთ იმ უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც ნანგრევებიდან ამოჰყავთ - ამ, სიტყვებით მიმართავს რუსი მსახიობი ალექსეი პანინი თავის რუს კოლეგებს, რომლებიც პუტინს უჭერენ მხარს.
პანინი საკუთარი ქვეყნიდან უკრაინაში დაწყებული ომის გამო წავიდა. 
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სწორედ  ამ სიტყვებით ულოცავს კოლეგებს, თეატრის დღეს.

პანინი უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს პუტინის ჯალათებს უწოდებს და ამბობს, რომ ფაშიზმთან ბრძოლის საბაბით რუსეთის პრეზიდენტი თავად იქცა ფაშისტად, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა დაიწყო.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი