ქვეყანაში საწვავის ფასის მატებასთან ერთად, საქალაქთაშორისო მგზავრობაც ძვირდება - ავტოსადგურებში მისულ მგზავრებს, 50%-ით მეტი თანხის გადახდა უწევთ.
ქუთაისი-თბილისი 15 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდა, ქუთაისიდან ბათუმში მოსახვედრად კი 15 ლარის გადახდაა საჭირო. გაორმაგებულია იმერეთის მუნიციპალიტეტში გადაადგილების მარშრუტი. მგზავრები ამბობენ, რომ ტარიფები ყოველდღიურად ძვირდება.
"სამი კვირის განმავლობაში სამჯერ მომიწია მგზავრობა თბილისის მიმართულებით. ყოველ მოსვლაზე ძვირდება თანხები. ამ მძღოლებმაც რა უნდა გააკეთონ? ეს არის სახელმწიფოს დასარეგულირებელი თემა"- ამბობენ მგზავრები.
მძღოლები ფასის მატებას საწვავის ღირებულების ზრდას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ფასის ზრდის პარალელურად იკლებს მგზავრთა ნაკადი.