ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესი განვითარდა. ქალაქში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დიდი რაოდენობით თხევადი მასა მიედინება.
ამბროლაურის მერის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორია დაუსახლებელია და ადგილობრივებს საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრებათ, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურისა და სავაჭრო ობიქტების მფლობელები გააფრთხილეს.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მასის ჩამოსვლა. დილიდან გეოლოგებს ელოდებიან, რომლებიც ტერიტორიას შეისწავლიან. ადგილზე სამართალდამცავები მორიგეობენ.