ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო მედიასაშუალების, "რიას" ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ ჩატარდება. ამის შესახებ მას თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტის სპიკერმა განუცხადა

მისი თქმით, რეფერენდუმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება, როცა ყველა პროცედურა დასრულდება.

ე.წ. კონსტიტუციის თანახმად, მას შემდეგ, რაც ე.წ. პრეზიდენტი რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით განკარგულებას გამოსცემს, 3 თვის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი, შესაძლოა, ნებისმიერ დასვენების დღეს დაინიშნოს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი