უმძიმესი ვითარება ჭიათურაში - მოსახლეობა შველას ითხოვს. სოფელ ითხვისში, მეწყრული პროცესების გამო, სახლები მთლიანად დაინგრა, დაზიანდა გზებიც; დილიდან ნანგრევებიდან გამოსული ადამიანები სოფელს ტოვებენ. ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი სახლების ქვემოთ, მიწის სიღრმეში კომპანია ჯორჯიან მანგანეზი მადანს მოიპოვებს, რის გამოც ნიადაგი მოძრაობს და ადგილზე ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა.