რამდენიმე საათის წინ, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. ცნობილი ხდება, რომ გატაცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ლევან მაჩაბელია.
ჩვენი ინფორმაციით, სამხედრო პირი, რუსებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერესთნ აიყვანეს.
საკითხთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა განცხადება ე.წ. უშიშროების კომიტეტმა ცხინვალში, სადაც წერია, რომ სამხედრო პირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავდა და არარსებული საზღვარი სწორედ ამ მიზნით გადაკვეთა.