ოკუპირებულ დონეცკში რუსი პროპაგანდისტი, ანდრეი ბაბიცკი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

რუსი პროპაგანდისტი ანდრეი ბაბიცკი ოკუპირებულ დონეცკში გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, ბაბიცკი გასულ ღამეს, საკუთარ ბინაში გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილის მიზეზი უცნობია. 

1990-იან წლებში ბაბიცკი რადიო თავისუფლების კორესპონდენტად მუშაობდა. ევრომაიდნის შემდეგ კი მან ღიად დაუჭირა მხარი რუსეთს, მის საოკუპაციო პოლიტიკასა და ყირიმისა და დონბასის ოკუპაციას.

2014 წლის შემდეგ ის სწორედ ოკუპირებულ დონეცკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც აქტიურად ეწეოდა რუსულ პროპაგანდას.

ბაბიცკი 58 წლის იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი