წყალტუბოში, მდინარეში 17 წლის ბიჭს ეძებენ

გამოქვეყნდა:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხინდრისთავში, მდინარე ლეხინდარში 17 წლის ბიჭი გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ხიდზე მშობლებთან ერთად გადადიოდა, როდესაც ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა. მომხდარის შემდეგ ბიჭის გადასარჩენად მდინარეში მამაც გადახტა, თუმცა შვილის დახმარება ვერ შეძლო. კაცი ამ დროისთვის მდინარის სანაპიროზე მაშველებთან ერთად იმყოფება.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი