უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირს, დავით გობეჯიშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დღეს ტყიბულში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. რუსეთის აგრესიის მორიგი მსხვერპლის, 47 წლის დავით გობეჯიშვილის ოჯახში დილიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მიდიან. ისინი დაღუპულ გმირს პატივს მიაგებენ.

დავით გობეჯიშვილი ამ დროისთვის ტყიბულის ცენტრში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დასვენებული. ტაძრის ეზოში იმყოფებიან საპატიო ყარაულის წარმომადგენლებიც.

შეგახსენებთ, აფხაზეთიდან დევნილი მეომარი უკრაინის ქალაქ ირპენში 26 მარტს, მასობრივი დაბომბვის დროს დაიღუპა. ის მეოთხე ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა. მანამდე ირპენთან დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. მარიუპოლში მოკლეს ბახვა ჩიქობავა, რომლის გადმოსვენებაც ჯერ ისევ ვერ ხერხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი