19 წლის გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოებში მაშველები და მყვინთავები ჩაერთვნენ

გამოქვეყნდა:

მცხეთაში 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში 60 მაშველი და 6 მყვინთავი ჩაერთო. ახალგაზრდა ბიჭი, გუშინ მცხეთაში მეგობრის დაბადების დღიდან გაუჩინარდა.

შაქარაშვილის ახლობლები ყევბიან, რომ მეგობრის დაბადების დღეზე მისულ გიორგის და მის მეგობრებს ადგილზე დაძაბული ვითარება დახვდათ, რის გამოც შეკრებიდან უკან გამობრუნდნენ.  გზაში მათ უცნობი მანქანა დაეწიათ და ერთ-ერთი ახალგაზრდა ავტომობილში ძალით ჩასვეს. გიორგიმ და ორმა მეგოაბრმა გაქცევა სცადეს. სწორედ ამ დროს იკარგება ახალგაზრდა ბიჭის კვალი.

იჩხუბეს ვიღაცეებმა. ზოგადად რაც ვიცი, საბურთალოელები და ნახალოვკელები. იქიდან გამოვიდნენ, ტრასაზე ელოდებოდნენ მანქანას და დაედევნათ რაღაცა მანქანა მაგათ. ერთი ბიჭი დაიჭირეს, წაიყვანეს, სცემეს, დიდუბის მეტროსთან დატოვეს. დანარჩენი ორი, გიორგი და მეორე ბიჭი გაიქცა, - ყვება შაქარაშვილის ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ახალგაზრდა ბიჭის ძებნა უკვე დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი