"უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის" | 20:00 საათზე პარლამენტთან სოლიდარობის აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის" - დღეს 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება. ახლა ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს, მონტაჟდება 3 დიდი ეკრანი, სადაც სპეციალურად აქციისთვის შექმნილი ფილმის ყურება შეეძლებათ იქ მისულ ადამიანებს.

ასევე აჩიკო გულედანის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ჰიმნის პრემიერა შედგება. აქციაზე არ იქნება არცერთი სიტყვით გამომსვლელი.

აქციის ორგანიზატორები არიან „ევროპული საქართველო“, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი