სოფელი, რომელიც ცოცხლად იმარხება და თვალსა და ხელსშუა მიწაში ეფლობა. ითხვისი მანგანუმით მდიდარ იმ რეგიონშია, საიდანაც ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენბებმა მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების მადანი გაიტანეს და ცხადია, ამით პირადად იხეირეს. სოფელ ითხვისის მოსახლეობა კი საკუთარი პრობლემებისა და დანგრეული სახლების პირისპირ მარტო დატოვეს კომპანიამაც და ხელისუფლებამაც.