77 ათასი მოშიმშილე მოზარდი და 300 გარდაცვლილი - საგანგაშო სტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საგანგაშო სტატისტიკა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ "იუნისეფმა" მოამზადა. ორგანიზაციის ბოლო კვლევის მიხედვით, ბავშვებს არ აქვთ საკვები, ტანსაცმელი, სათამაშოები, წამლები, წიგნები და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.

გაეროს ბავშთა ფონდის მონაცემებით საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, ყოველწლიურად კი 300 პატარა იღუპება.

შიმშილით გარდაცვლილი 1 წლის გოგიტა აბაშიძის დედა იხსენებს, რომ ხელვაჩაურის გამგეობას დასახმარებლად ბევრჯერ მიმართა, თუმცა ხელისუფლებამ ოჯახს ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ მიაქცია, რაც გოგიტა გარდაიცვალა და ბავშვის სიკვდილის მიზეზი გახმაურდა.

იუნისეფის ბოლო კვლევის შედეგებით ირკვევა:

6-23 თვის ასაკის ბავშვების 27% ღებულობდა მინიმალური კვების რაციონის მრავალფეროვნებას და საკვებს მინიმალური სიხშირით."

2. ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი. 12% სახლში დამზადებული თვითნაკეთი სათამაშოებით თამაშობს.

3. სოფლად 5 წლამდე ასაკის ბავშვების 40%-ია, ვისაც სიცხე ჰქონდა და ექიმთან არ მიუყვანიათ.

4. უღარიბესი ოჯახების ბავშვების 20% სკოლაში არ დადის.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2019 წლის კვლევა აჩვენებს, რომ მშიერი და ღარიბი ბავშვების რიცხვი წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა. იუნისეფის უკანასკნელი 10 წლის დაკვირვების შედეგი კი ასეთია:

ბავშვებში სიღარიბის პროცენტული მაჩვენებელი 2009 წლიდან მოყოლებული 4 წლის განმავლობაში კლებისკენ მიდიოდა. 2015 წლიდან კი იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც შიათ, გაიზარდა. ზრდის პროცესი 2018 წლამდე გაგრძელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ 2018 წელს გამოქვეყნებულ იუნისეფის კვლევას შეეწირა მაშინდელი პრემიერის პოსტიც, თუმცა კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ კვლევებში არაფერი შეცვლილა. გაეროს ბავშვთა ფონდში დღესაც ამბობენ, რომ ვითარება საგანგაშოა და 18 წლამდე ასაკის მოშიმშილე ბავშვების რიცხვი ისევ იზრდება და მთავარი პრობლემა სახელმწიფო პოლიტიკაა.

სახელმწიფოს არასწორ პოლიტიკას უკავშირებს არსებულ მძიმე მდგომარეობას ოპოზიციაც. მათი თქმით, სოციალური პროგრამა გაღატაკების პრევენციაზე არ არის მიმართული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი