რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც საერთაშორისო სანქციებს საქართველოში გამოქცევით აარიდა თავი, მსოფლიოს იმ ნაწილს არ წარმოადგენს, რომელიც ბუჩის ტარგედიით შოკირებულია.
ოკუპირებულ ქვეყანაში სტუმრის სტატუსით მყოფი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები არ იჯერებენ ან არ სურთ მათ თანამემამულეების მიერ მოწყობილ სასაკლაოზე საუბარი. საქართველოს ხელისუფლებამ მათ ყველა პირობა შეუქმნა იმისათვის, რომ მშვიდად ცხოვრება გააგრძელონ უკრაინაში სისხლისმღვრელი ომის პარალელურად და საკუთარ კეთილდღეობაზეც იზრუნონ.
თბილისში უკვე არსებობს არაერთი ობიექტი რომლის მფლობელიც და თანამშრომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან და ბელარუსიდან 50 ათასზე მეტი პირი შემოვიდა.