"არა გენოციდს" | სოლიდარობის აქცია ქუთაისში

გამოქვეყნდა:

"არა გენოციდს" - ამ მოწოდებით უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა ქუთაისში. მოქალაქეები, მესამე საქტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ. მათ უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული ძალადობა დაგმეს და უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სანთლებითა და ყვავილებით პატივი მიაგეს დაღუპულ ადამიანებს. მათი თქმით, ის რაც უკრაინაში ხდება, არის გენოციდი და ამაზე მოძალადეებმა პასუხი უნდა აგონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი