ჩხუბი გორის მერიაში - არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი გუშინ, ერთ-ერთი სპორტული ღონისძიების დასრულების შემდეგ მოხდა. იყო ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც.
ინციდენტში გორის სპორტის სააგენტოს მენეჯერი და ამავე ა(ა)იპის სპეციალისტი ფიგურირებენ. თეა კეჩხუშვილი სიტყვიერ დაპირისპირებას ადასტურებს, ბესო გიორგაშვილი კი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ხმამაღალი საუბარი იყო.
ჩვენი ინფორმაციით, ვითარების განმუხტვა თვითმხილველებმა მოახერხეს.