სანქციებისგან თავის დასაღწევად შავ ხვრელად ქცეული საქართველო. რუსეთის მოქალაქეები, ვისთვისაც ჩვენი ქვეყანა დასანქცირებულ ფულზე წვდომის საუკეთესო საშუალებად იქცა, ფორუმებზე ინსტრუქციებს აზიარებენ, როგორ გაანაღდონ თანხა საქართველოში. ამის ერთ-ერთი გზა კი კრიპტოვალუტაა.
საქართველოში რუსეთიდან და ბელარუსიდან მხოლოდ ფულის გასანაღდებლად არ ჩამოდიან. რეკორდულად გაიზარდა ბიზნესის დარეგისტრირების მაჩვენებელიც, რასაც ისინი უპრობლემოდ ახერხებენ.