"ქართული ოცნება" კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - ხელისუფლება ოპოზიციურ ტელევიზიებს სამთავრობო ღონისძიებებზე არ ეპატიჟება და მხოლოდ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ მედიას იწვევს.
ბოლო ფაქტი გუშინ მოხდა, კრიტიკულ შეკითხვებზე თავის არიდების მიზნით, პრემიერმა ღარიბაშვილმა ქვემო ქართლში ვიზიტის შესახებ ოპოზიციურ მედიას ინფორმაცია არ მიაწოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულ დისკრიმინაციაზე საუბრობენ.
"კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ დისკრიმინაცია, სამწუხაროდ, პრაქტიკად ჩამოყალიბდა. ფაქტია, რომ სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილია... ხელისუფლებას არ უნდა, ოდნავ მაინც დისკომფორტი ჰქონდეს", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელი, მამუკა ანდღულაძე.
ცნობისთვის, პრემიერის მსგავსად იქცევიან მინისტრები. მაგალითად, იმავეს აკეთებს უკვე დიდი ხანია კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელიც კრიტიკულ მედიას ემალება და არცერთ ღონისძიებაზე არ ეპატიჟება.