ცხედრებით სავსე ქალაქები უკრაინაში, ნაწამები და დაცხრილული ადამიანები, გაუპატიურებული, მშობლების თვალწინ მოკლული შვილები და შვილების თვალწინ დახვრეტილი მშობლები- ყველაფერი, რასაც ახლა, უკრაინაში, რუსული ფაშიზმის სიმბოლოდ ვხედავთ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაცაა; ბოლო დღეებში, ბევრი ანალოგი ვნახეთ, ფოტოები- 1992 წელის აფხაზეთი და 2022 წლის უკრაინა- 30 წლიანი ინტერვალით ჩადენილი გენოციდი და სისასტიკე, მშვიდობიანი მოახლოების წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ რუსეთის სახე და ხელწერა, არ იცვლება;
ადამიანები და მათი უმძიმესი ისტორიები, ვინც რუსული ფაშიზმი ჯერ კიდევ 30 წლის წინ, აფხაზეთში საკუთარი თვალით ნახა.