სოფელ ახალუბნიდან რუსმა ოკუპანტებმა 63 წლის ჯუმბერ ფსიტიძე გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნიდან 60 წელს გადაცილებული მამაკაცი გაიტაცეს. შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. 

როგორც “მთავარს” ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დათო ქაცარავამ განუცხადა, გატაცებულია ჯუმბერ ფსიტიძე, რომელიც შემთხვევის დროს საქონელს მწყემსავდა. ქაცარავა ასევე ამბობს, რომ ინციდენტი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი