ამ წუთებში გორში კომბინატის დასახლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ნაპოვნია 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის მოზარდის,ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი.
ცხედარი მტკვრის სანაპიროზე აღმოაჩინეს. ადგილობრივების თქმით, ცხედარი გორის პროზექტურაშია გადასვენებული. არსებული ინფორმაციით, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ბავშვის ცხედარი ამოიცნეს.
ცნობისთვის, 2004 წელს 11 წლის მოზარდი საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა. ის გაიტაცა ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ანალოგიური დანაშაული ჩაიდინა 2018 წელს, რა დროსაც 9 წლის გოგო გაიტაცა, გააუპატიურა, აწამა და მოკლა, საუბარია იაგო ნებიერიძეზე, რომელსაც სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორ მიაგნეს გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ჯერჯერობით უცნობია.