"უსამართლობას ვერ იტანდა... ვამაყობ მისით" | უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს ახლობლები იხსნებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების დავით მენაბდიშვილისა და ნიკა შანავას ოჯახები ცხედრების ჩამოსვენებას ელოდებიან. ქართველი გმირები ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა გამოიყვანეს და ისინი ამ დროისთვის პროზექტურაში არიან გადასვენებული. 

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოს გადმოსვენების თარიღთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

დაღუპულ გმირებს ახლობლები იხსენებენ და ამბობენ, რომ ამაყები არიან. 

"დათო ჩემს ხელში გაზრდილია. ჩემს მაღლა ცხოვრობდა. პიროვნება იყო ძალიან ძლიერი სულიერად. მაგისთვის მარტო ერთ რამეს ჰქონდა მნიშვნელობა - ვის რა უჭირდა, რომ დახმარებოდა. არავის გაუკვირდა, რომ აღმოჩნდა უკრაინა-რუსეთის ომში. ალბათ, პირველი თუ არა მეორე ეგ წავიდა და ვიცოდით, რომ წავიდოდა. მე მაგის ცუდი არ მახსოვს. წასული იყო, საქმე ხუთიანზე იცოდა მაგან, ჩამოყალიბებული მეომარი იყო", - ამბობს დავით მენაბდიშვილის ახლობელი. 

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს უკრაინაში, ოკუპანტთან ბრძოლას დავით მენაბდიშილი და ნიკა შანავა ემსხვერპლნენ. 49 წლის დავით მენაბდიშვილი გამოცდილი სამხედრო იყო. ის მსახურობდა მუხროვანის ბატალიონში და უკრაინაში 2014 წელს იბრძოდა. მენაბდიშვილი უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღესვე, 25 თებერვალს წავიდა. ხოლო 21 წლის ნიკა შანავა ფრონტის წინა ხაზზე ძმასთან ერთად იბრძოდა. ქართველი მებრძოლები უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ბატალიონში - კარპატსკა სიჩში ირიცხებოდნენ. ამ დროისთვის, ორივე გმირის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 

საქართველოსა და უკრაინის საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას უკვე 6 ქართველი ემსხვერპლა. დავით გობეჯიშვილი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საქართველოში უკვე გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს, სამწუხაროდ ამ დრომდე  ვერ ხერხდება ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის გამოსვენება.

იხილეთ ასევე:

"წინააღმდეგობა რომ ვერ გაგვიწიეს, გამოიძახეს არტილერია და დაგვბომბეს... 1 კაცზე 20 ჭურვი მოდიოდა" | ხარკოვთან დაღუპული ქართველების მეთაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი