ვიდრე უკრაინა თავისუფლებისთვის იბრძვის და მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა კიევისკენაა მიპყრობილი, საქართველოში დრო იხელთეს იმ ადამიანებმა, ვინც ე.წ. ქოლ-ცენტრების სქემით მილიონებს იპარავს ევროპელებისგან, და თავისი ბნელი საქმიანობა ისევ განაახლეს.
სკანდალური მხილება ამჯერად სკანდალური მასალებით გრძელდება. ნიკა გვარამიასთან ვრცელ ინტერვიუში ანონიმმა წყარომ დეტალურად მოყვა, როგორ მფარველობენ საერთაშორისო დანაშულებრივ სქემას ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, მოქმედი ძალოვნები და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები.
რესპოდენტს უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ქვეყნის დატოვება მოუწია, თუმცა ეს მაინც დასაწყისია. ჩვენს ხელთაა ყველა საჭირო მტკიცებულება, დოკუმენტაცია, ხმოვანი და ვიდეოჩანაწერები, რეალური დამნაშავეების, რიგითი შემსრულებლების და მათი მფარველების სია. ზღვა მასალა, რომელიც ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმიანობას ამხელს.