9 აპრილს სისხლიანი ტრაგედიიდან საუკუნის მესამედი გავიდა. 33 წელი წესით საკმარისზე მეტი უნდა ყოფილიყო ყველა იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რაც მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერებსა თუ რიგით მოქალაქეებს აწუხებდათ.
შევძლებთ კი თავისუფლების მოპოვებას, შემდეგ მის დაცვას, ჩვენი შვილებისთვის ღირსეული ქვეყნის აშენებას და ჩვენივე მომავლის შექმნას?! 33 წლის შემდეგაც ეს კითხვები ისევ არსებობს. დღევანდელი გადასახედიდან ერთი რამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, 9 აპრილი ის დიდებული წამია, როცა ყველა, განურჩევლად მისი პოლიტიკური გემოვნებისა, ხედვისა თუ მოსაზრებებისა - ერთად და საკუთარ თავზე მაღლა დადგა.