
ოკუპირებულ ცხინვალში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა მთავარ მოედანზე იკრიბება.
ფოტოებს და ინფორმაციას გამოცემა TACC-იც ავრცელებს და წერს, რომ "ხმის მიცემის პროცედურა უკვე დასრულდა და ხალხი არჩევნების შედეგებს ელოდება".
გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში პოლიციაცაა მობილიზებული.


ცნობილია, რომ კენჭისყრაში 5 კანდიდატი მონაწილეობდა: მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, პარტია "ნიხასის" ლიდერი ალან გაგლოევი, ე.წ. პარლამენტის ყოფილი "დეპუტატი" დიმიტრი ტასოევი, "დეპუტატი" გარი მულდაროვი და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე პლიევი.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე 76 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სულ 40 000 ბიულეტენი მოამზადა.
ცნობისთვის, ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.