თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული კიდევ ორი სიცოცხლე. საქართველოში ორი ქართველი მებრძოლის გადმოსვენებას ელოდებიან. დავით მენაბდიშვილის და ნიკა შანავას ცხედრები სამშობლოში დაბრუნებამდე დიდ გზას გაივლიან. ფრონტის ხაზიდან ჯერ დედაქალაქში, შემდეგ დასავლეთ უკრაინაში, პოლონეთში და ვარშავიდან თბილისში.
უკვე ცნობილია, რომ ქართველ გმირებს აეროპორტში მოქალაქეები, აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის წევრები დახვდებიან. მაგრამ კვლავ არაფერია ცნობილი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე.
"ქართული ოცნება" ისევ არ აკეთებს ღირებულ განცხადებებს, არაფერს ამბობს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ ქართველებზე და უფრო მეტიც, არც არაფრის გაკეთებას გეგმავს დაღუპული მეომრების ხსოვნის ღირსეული პატივისცემისთვის.