"აიღებთ ჩორჩანას პოსტს, გავხსნით ახალგორს" | საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმი თბილისს

გამოქვეყნდა:

"აიღებთ ჩორჩანას პოსტს, გავხსნით ახალგორს" - საოკუპაციო რეჟიმი ულტიმატუმის ენით საუბარს განაგრძობს და ცენტრალურ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დამატებითი ტერიტორიების დათმობას სთხოვს.

ერგნეთში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ის ისევ კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ცნობილია მხოლოდ ის, თუ რას ედავებიან გატაცებულების ნაწილს და როდის გაიმართება მათი ე.წ. სასამართლო პროცესები. 

ერგნეთში მორიგი შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი