"თავისი სამშობლოს ნათელ მომავალს შეეწირა... თვითონ გავაცილე, მეგონა დაბრუნდებოდა" | გმირულად დაღუპული ნიკა შანავას დედა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი, 21 წლის ნიკა შანავა ორხევში, საკუთარ სახლშია დასვენებული. მას ხვალ ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

​დაღუპული გმირის დედა ამბობს, რომ ნიკა შანავა უკრაინაში საქართველოს ნათელ მომავალს შეეწირა.

"ისეთი სულისკვეთება ჰქონდა და რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, თავის მიზანს მიაღწია. აეროპორტში ვნახე, მე თვითონ გავაცილე. მეგონა დაბრუნდებოდა. ალბათ გულში რა მიზანიც ჰქონდა, ის მიზანი აისრულა. ყველაფერი ვიცოდი, ყოველი ნაბიჯი ვიცოდი, ჩემთვის ტყუილი არ უთქვამს. ისიც ვიცოდი, სად მიდიოდნენ, როგორ და ვერაფერი დავუშალე, იმიტომ, რომ სრულწლოვანი იყვნენ. ნიკუშა შეეწირა თავისი სამშობლოს ნათელ მომავალს. ნიკუშა იყო და არის გმირი, გმირად დარჩება", - თქვა ნიკა შანავას დედამ.

უკრაინაში დაღუპული დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში დღეს, გამთენიისას ჩამოასვენეს. მებრძოლებს კვირას, 17 აპრილს, საგვარეულო სასაფლაოებზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი