დღეს უკრაინაში კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არკადი კასრაძე ქალაქ რუბეჟნოეში შეტაკების დროს ოკუპანტის ტყვიას ემსხვერპლა. 40 წლის ქართველი მეომარი, უკრაინაში საომრად 2 მარტს წავიდა, არკადი კასრაძე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. შეტაკებების დროს, მძიმედ დაიჭრა ზურა მუშუქიაც .
კიდევ ორი მებრძოლი, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა კი დაჭრილების დასახმარებლად მიდიოდნენ, როდესაც ავარიაში მოყვნენ.
პუტინის აგრესიას უკრაინაში, უკვე 9 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.
ერთი კვირის წინ, იზიუმთან დაღუპული დავით მენაბდიშვილი დღეს დაკრძალეს.