ხარაგაულის მერიის მაღალჩინოსანმა მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტექნიკით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ნათესავის ყანაში სამუშაოდ წაიყვანა.
შესაბამისი ვიდეომასალა "მთავარმა არხმა" მოიპოვა, სადაც კარგად ჩანს, როგორ მუშაობს ათამდე ადამიანი ხელმძღვანელის ნათესავის ყანაში სამსახურის დაკარგვის შიშით.
მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების აიპის დირექტორი თეიმურაზ ფურცელაძე მისი ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.
"მთავართან" საუბარში ინფორმაციას უარყოფს თავად ფურცელაძე
თანამშრომლები ჩემი არიან თავისუფლები საღამოს 6 საათიდან..უნდა ყანაში წავლიან, უნდა ტყეში წავლიან, უნდა იქეიფებენ. ჩემი ნათესავის ყანაში რა უნდათ?! - ამბობს ფურცელაძე.
ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ფურცელაძისგან საპირისპიროს ამტკიცებს ვიდეოჩანაწრიც.
თემურ ფურცელაძე აიძულებს და ემუქრება სამსახურიდან მოხსნით თანამშრინლებს, თუ მის უკანონო ბრძანებებს არ შეასრულებენ...ისინი თვითადნ თვემდე 350 ლარს ღებულობენ და ამის დაკარგვაც არ უნდათ - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თორნიკე ავალიშვილი
უფლებადმაცევლები ამბობენ, რომ ამ შემთხვევას შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს, რადგან მათი თქმით, საქმე გავაქვს, სამსახურის დაკარგვის შიშით, იძულებით არასამსახურეობრივი საქმიანობის შესრულებასთან