ჩამონგრეული ჭერი, ნესტიანი კედლები და ონკანი, რომელშიც წყალი დიდი ხანია აღარ მოდის - ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ- ერთი კამპუსია, სადაც 2 კვირაში აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღები ცნობილია, თუმცა ის წესები, რომლის დაცვაც აბიტურიენტებს საგამოცდო პროცესში კორონავირუსის პანდემიის გამო მოუწევთ, უკმაყოფილებას იწვევს.
აბიტურიენტები თავს "შიმშლის თამაშების" პერსონაჟებს ადარებენ.
იმ ფონზე,რომ განათლების სამინისტო საგამოცდო რეგულაციბს ამკაცრებს, საგამოცდო ცენტრებში სრული ანტისანიტარიაა - ამის შესახებ განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საუბრობს. მისი თქმით, სამინისტროს სამი თვე ჰქონდა იმისათვის,რომ ეს საკითხი უმტკივნეულოდ მოეგვარებინა, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ "სტუდენტურმა ომბუდსმენმა" განათლების მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროსთან საგანგებო აქცია გამართა. მათი მთავრი მოთხოვნა საგამოცდო ცენტრებში ანტისანიტარიული ნორმების მოწესრიგებაა.
41 000-მდე აბიტურიენტი ახალა განათლების სამინისტროს ვერდიქტის მოლოდინშია. იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო მათ მოთხოვნას არ დააკამაყოფილებს, ახალგაზრდები ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებენ.