ხიდი წყალში - ახმეტის რაიონის წარუმატებელი ინფრასტრუქტურული პროექტი

გამოქვეყნდა:

ახმეტის რაიონში განხორციელებული ინფრსტრუქტურული პროექტი "ქართლი ოცნების" ხელისუფლების ქმედუუნარობას ზედმიწვნით კარგად ახასიათებს.

სამი სოფლის დამაკავშირებელ საცალფეხო ხიდში ადგილობრივმა მთავრობამ 200 ათასი ლარი გადაიხადა და ახლა ადგილობრივების პრეტენზიებს აღარ იღებს. მოსახლეობას კი პროტესტის მიზეზი ნამდვილად აქვს.

ხიდი, რომელიც მდინარეში წყლის დონის კლების დროს აშენდა, ახლა სრულიად გამოუსადეგარი და სიცოცხლისთვის სახიფათოც კი არის. ხიდის კიბე, ნაპირის ნაცვლად, შუა მდინარეში ჩადის. სოფლის მაცხოვრებლებს, რომლებსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასოდეს უნახავთ, ისევ შემოვლითი გზით უწევთ კილომეტრების გავლა, რათა პროდუქტების საყიდლად რაიონულ ცენტრამდე მივიდნენ.

გადასასველილი ხიდი სამის სოფლის მოსახლეობამ ერთი მიზეზით ითხოვა - წვიმის დროს მდინარე ალაზანი დიდდებოდა და ხეობის ერთ ნაწილი მეორეს ვეღრ უკაშვირდებოდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ  და კომპანიამ კი ხიდის მშენებლობა მაშინ დაიწყეს, როცა მდინარე ალაზანი დამშრალი იყო. წვიმის დროს ალაზანი ადიდდა და კონსტრუქციის ნაწილი და კიბე წყლით დაიფარა. ხიდი ახლა რიყეზეა გადებული, კიბე კი ნაპირის ნაცვლად, მდინარეში ჩადის. ადგილობრივებმა მშენებლების წასვლის შემდეგ, მდინარეში ჩაშვებულ კიბეებს კონსტრუქცია თვითონ დაამაგრეს. ამ სახიფათო გზით დუისამდე ჩადიან. რისკავენ მხოლოდ მაშინ, როცა მდინარე დაწეულია. 

ხალაწნელებისა და დუისელების პროტესტი გაუგებარია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. სოფლის გამგებელი ამტკიცებს, რომ ხიდს პრობლემა არ აქვს და რაც გასაკეთებელია, ის კეთდება. მდინარეზე სანახევროდ გადებულ ხიდში პრობლემას ვერც ახმეტის მერის პირველი მოადგილე ხედავს.

ახმეტის მუნიციპალიტეტმა ​საცალფეხო ხიდის მშენებლობისთვის ტენდერი 2017 წელს გამოცხადა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 170,900 ლარი გამოიყო. ხელშეკრულება საბოლოოდ 164,819 ლარზე გაფორმდა. თუმცა, ეს თანხა ამ კონსტრუქციის მშენებლობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და საჭირო გახდა დამატება.

დამატებული თანხით ხიდი მაინც სანახევროდ გაკეთდა და მას ხეობის მაცხოვრებელები ვერ იყენებენ. ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ეს კიდევ ერთი პროექტია, რომლითაც სარგებელი მხოლოდ შპს "კონსტრაქშენ სერვისმა" და მასთან გარიგებულმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნახა. კომპანიის ვებგვერდზე მათ მიერ შესრულებულ პროექტებს შორის ხიდი ერთ-ერთი გამორჩეულია. 

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ხალაწნელებისთვის არავის უთქვამს, რამდენ ხანს მოუწევთ პირველადი დანიშნულების პროდუქტის შესაძენად სოფელ დუისში ჩასასვლელად ალაზნის ფეხით გავლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტია და მათი ერთადერთი გზა რაიონულ ცენტრამდე ის ხის ჯებირებია, რომლებიც ხიდს თავად მიამაგრეს და მდინარის გაღმა ნაპირამდე გაიყვანეს. 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი