ქუთაისში სტუდენტებმა სწავლის ონლაინ გაგრძელებისა და გამოცდების დისტანციურად ჩატარების მოთხოვნით აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ონლაინსწავლება და დისტანციურად გამოცდების ჩაბარება სასწავლო წლის ბოლომდე შენარჩუნდეს.

სტუდენტები ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და ბინის ქირის რეკორდული ზრდის გათვალისწინებით, რეგიონებიდან თვე-ნახევრის გამო, ქუთაისში ბინის დაქირავებას ვერ მოახერხებენ.

აქციას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ სწავლა ჰიბრიდულად გაგრძელდება, თუმცა გამოცდების ჩაბარება ფიზიკურ რეჟიმში უნდა მოხდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი