სამოქალაქო აქტივისტს და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს გუშინ გვიან ღამით გარდაბნის მუნიციპალიტეტში თავს დაესხნენ. 41-წლის მირიან კორძაია სასტიკად არის ნაცემი და მას სახის არეში მრავლობითი სისხლჩაქცევები აქვს. აქტივისტის ინფორმაციით, თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული და ის ამ ყველაფერს მის პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირებს.
ტელეფონი გამითიშეს, დამიმტვრიეს. თავდასხმა მოხდა ქართული ოცნებიდან რა თქმა უნდა. ივანიშვილის ზონდერები მუშაობენ დღეს ჩვენზე - ამბობს კორძაია.
ნაცემი აქტივისტი ამბობს, რომ თავდამსხმელები ქართულად არ საუბრობდნენ და იმის მიუხედავად, რომ ვერ იცნო, მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.