უმძიმეს სოციალურ პირობებში მცხოვრებმა მამაკაცმა ფოთის მერიაში თვითმკვლელობა სცადა

გამოქვეყნდა:

უმძიმეს სოციალურ პირობებში მცხოვრებმა მამაკაცმა ფოთის მერიაში თვითმკვლელობა სცადა. 

გიორგი ანთიძემ ფოთის მერიაში დანით თვითდაზიანებები მიიყენა. ახალგაზრდა მამაკაცმა ბასრი საგანი მუცელში ჩაირტყა. 

როგორც ანთიძის ახლობლები ამბობენ, მამაკაცი ორი წელია ავადმყოფ ძმასთან ერთად თავშესაფარს ითხოვს. ძმებმა საცხოვრებელი ბანკის ვალის გამო დაკარგეს და მას მერე ნათესავის სახლს აფარებენ თავს. 

"უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ, ძმამ ინსულტი მიიღო, ახლობლის ოთახია და აქ არიან შეფარებულები,"-ამბობს ანთიძის ახლობელი. 

ამ წუთებში ფოთის მერიაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მერიის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია ანთიძეების ოჯახის შესახებ და გამოყოფილიც იყო აგენტი, რომელსაც მათი საცხოვრებელი პირობები უნდა შეესწავლა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი