შესაძლებელია თუ არა სიცოცხლე კიბერ-სამყაროში? შესაძლებელია თუ არა ადამიანის იმდენად დახვეწილი ციფრული კლონის შექმნა, რომელთან გასაუბრებაც მის შთამომავლებს მისი სიკვდილის შემდეგაც შეეძლებათ? ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი, უკვე რამდენიმე წელია, ციფრული კლონირების სისტემასა და ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს.
ამგვარ ინტელექტს შეეძლება თქვენი ემოციები, ცხოვრებისეული გამოცდილება, განათლება, ყველაფერი თქვენი პასუხებიდან გამომდინარე გააანალიზოს და თქვენივე ცნობიერის ინტერაქტიული ციფრული ასლი შექმნას. ეს ადამიანის ცნობიერის ახალი მიჯნაა, რომლის გარღვევასაც ქართველი არტისტი ზურაბ ჯიშკარიანი "ანიმა ჩეტბოტიქსის" გუნდთან ერთად ცდილობს.