ხანძარი იყო ცოტა ხნის წინ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე. ცეცხლი ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე გაჩნდა.
დაკვამლიანებული ბინიდან მაშველებმა 40 წლამდე მამაკაცი გამოიყვანეს, რომელიც სასწრაფო დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მეხანძრეებმა მისი კატის გადარჩენაც შეძლეს. დაზარალებული სავარაუდოდ, სოციალურად დაუცველია.
ადგილზე 4 სახანძრო მანქანა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.