უკრაინაში დაღუპული გმირი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში სამხედრო პატივით დაკრძალეს. არკადი კასრაძე, რომელიც რუბეჟნოეში 16 აპრილს ოკუპანტის ტყვიამ იმსხვერპლა, უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააცილეს. არც პანაშვიდზე და არც დაკრძალვაზე ხელისუფლება დღესაც არ გამოჩენილა.