„ტვ პირველის“ მფლობელი, ავთანდილ წერეთელი გულის შეტევის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს. ვატო წერეთლის თქმით, მამამისი გულის შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისივე თქმით, ავთო წერეთელი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც ვატო წერეთელმა განაცხადა, მამამისის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ის „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. მისივე თქმით, წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო სხდომებზე სიარულმაც გააუარესა.
„ბრალი კი არ წაუყენეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს“ - ვატო წერეთელი მამის ჯანმრთელობის გაუარესებას სასამართლო სხდომებს უკავშირებს
კლინიკაში უკვე მივიდნენ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის ფიგურანტები. მამუკა ხაზარაძე ავთო წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ივანიშვილს და მის გუნდს აკისრებს.
„ნათელია, რომ სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ჩამოყალიბდა ძალადობრივი სისტემა, კონკრეტულად ჩვენ მიმართ, რომელშიც მართლმსაჯულება არ არის... ავთო წერეთლის ბრალეულობა საერთოდ გაუგებარია, სამწუხაროდ, დღეს ამ ინტენსიური დატვირთვის შედეგად ამ მდგომარეობაშია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.