"ბორჯომმა" მუშაობა შეაჩერა | ვინ არის კომპანიის მფლობელი სანქცირებული რუსი ოლიგარქი

გამოქვეყნდა:

"ბორჯომი" მუშაობას აჩერებს. საერთაშორისო სანქციების გამო, რომლებიც რუსეთს და რუს ოლიგარქებს ეხება, კომპანია იძულებულია ორივე ქარხანა გააჩეროს. ფაქტი, რომ ქართული მსოფლიო ბრენდი რუსი ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის საკუთრებაა, ახლა ქვეყნას ფინანსურად და რაც მთავარია პოლიტიკურად ძვირი დაუჯდება. კრემლის კარის ბიზნესმენი "ბორჯომის" საკონტროლო პაკეტის დიდ ნაწილს 2013 წლიდან ფლობს.

ეკონომისტები და ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა ქართული ეკონომიკისთვის და კიდევ ერთი სიგნალია დასავლეთისთვის, რომ ქართული ხელისუფლება რუს ოლიგარქებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი