ნდობის კუთხით, თავდაცვის ძალები და ეკლესია ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტებია - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

დასახული გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ჯარის კიდევ უფრო გაძლიერებას, მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მნიშვნელოვნად გაზრდას. დღევანდელ დღეს მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც მხარს უჭერს, ეხმარება ჩვენი ჯარის გაძლიერებას. დღეს თავდაცვის ძალები არის ნდობის კუთხით ეკლესიასთან ერთად ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოში. ეს რა თქმა უნდა, თითოეული სამხედროს დამსახურებაა.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი