"არანამკურნალები ანორექსია ძალიან საშიში დაავადებაა, მდგომარეობას გაამძაფრებს" - ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საგანგაშოდ მძიმეა. ის დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება.

მედიკოსების, მესამე სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას - დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მესამე პრეზიდენტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმებიც უერთდებიან.

მედიკოსები ამბობენ, რომ თანმდევი დაავადებების ფონზე, მესამე პრეზიდენტის საქართველოში მკურნალობა შეუძლებელია და იმ შემთხვევაში თუ დაუყოვნებლივ არ მოხდება მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა საზღვარგარეთ მრავალ-პროფილურ კლინიკაში, შედეგი სავალალო იქნება.

"მე არ მინახავს პაციენტი, ზუსტად არ ვიცი რა არის მისი დიაგნოზი, თუმცა ეჭვი არ შემაქვს იმ ექიმების კომპეტენციაში, ვინც პაციენტი გასინჯა. ვუშვებ, რომ ეს ყველაფერი არის სწორი. არანამკურნალები ანორექსია არის ძალიან საშიში დაავადება, ძალიან მაღალი სიკვდილობით გამორჩეული. ანორექსია თანდართული ქრონიკულ პრობლემებს, რაც ბატონ პრეზიდენტს აღენიშნება, რა თქმა უნდა, გაამძაფრებს, დაამძიმებს. ანემია, რაც მას აღენიშნება, არის ძალიან საშიში ანორექსიის პირობებში", - ამბობს ნანა გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი